19 სექტემბერი 2018,   12:48
ვრცლად
"საუბარი ჟენევის ფორმატის გადასინჯვაზე ნიშნავს პანდორას ყუთის გახსნას"-ოპოზიცია პრემიერის ინიციატივას ეხმაურება

პრემიერის ინიციატივას ჟენევის ფორმატში მისი პირადი ჩართულობის შესახებ ოპოზიცია ეხმაურება. პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ ჟენევის ფორმატის გაძლიერების და გააქტიურების საუკეთესო გზა იქნება კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატის შეწყვეტა.

„ჟენევის ფორმატის გააქტიურების და გაძლიერების საუკეთესო გზა ეს იქნება, იმ გაუგებარი ორმხრივი ფორმატის შეწყვეტა, რომელიც შექმნა დღევანდელმა ხელისუფლებამ რუსეთთან კარასინი აბაშიძის მოლაპარაკებების გზით,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ევროპულ საქართველოში კი მიიჩნევენ, რომ ჟენევის ფორმატში ნებისმიერი ჩარევა რუსეთს გაუჩენს შესაძლებლობას, რომ საერთოდ გააუქმოს ეს ფორმატი.

„ნებისმიერი საუბარი ჟენევის ფორმატის გადასინჯვაზე ნიშნავს პანდორას ყუთის გახსნას, რომლითაც დიდი ალბათობით ისარგებლებს რუსეთი და შეეცდება, რომ საერთოდ გააქროს ჟენევის ფორმატი და სხვათაშორის ამ მიზნით გამოყენოს კარასინი-აბაშიძის ალტერნატივაც. ამიტომ ასე მოუმზადებლად, ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე, ასე უბრალოდ იმისთვის, რომ გამოასწორო წინა წერილის შეცდომა, გადაფარო და რაღაცა ახალი თქვა ვითომ კარგია ჟენევის ფორმატთან თამაში მიმაჩნია უაღრესად საშიშად ქვეყნის ინტერესებისთვის,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ჟენევის ფორმატია და მოლოდინები ნამდვილად ვერ გაამართლა, შესაბამისად პრემიერის დონეზე ის უფრო გაძლიერდება და ბევრი რამ დადებითად გადაწყდება.
 

დღის ამბები