19 ივნისი 2018,   19:54
ვრცლად
ივანიშვილის გიგანტური ხის გადასატანად აჭარაში ქარსაცავი ზოლი გაჩეხეს

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში, კიდევ ერთი, გიგანტური ხის გადასატანად აჭარაში, სოფელ კვირიკესთან ერთი კილომტერი სიგრძის ქარსაცავი ზოლი გაჩეხეს.

ამ მონაკვეთზე გიგანტური ხის ტრანსპორტირებისთვის 100-ზე მეტი მრავალწლოვანი ხე მოიჭრა.

მოსახლეობა შიშობს, რომ ქარსაცავი ზოლის გარეშე მათ პრობლემები შეექმნებათ და შტორმების შემთხვევაში დაუცველები დარჩნენ.

„მამაჩემი დარგულია, ამის მოჭრა იქნებოდა? - წინააღმდეგობა არავის გაუწევია, ორი კაპიკს დაჰპირდნენ და ხალხმა ჩაიქნია ხელი“-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი თენგიზ დიასამიძე.

სოფელ კვირიკეს ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი ხის გადატანის სანაცვლოდ, მოსახლეობას 6 000 ლარის ჩარიცხვას დაჰპირდა.

„მე რომ მოვედი გაჩეხილი იყო. ვკითხე, რატომ მოჭრეს ჩემი დარგულია. მითხრეს, რომ ევკალიპტი გადააქვს და მოჭრესო. 6 ათასი მანეთი გადაირიცხება ბანკშიო,“- ამბობს ადგილობრივი ვარდო ბოლქვაძე.

დღის ამბები