19 სექტემბერი 2018,   12:44
ვრცლად
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს თანამშრომელი დაიღუპა 

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს თანამშრომელი გარდაიცვალა.

61 წლის ზეინკალი, დავით ძაბირაძე, 40 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იგი მეოთხე საამქროში სახურავის შეკეთების სამუშაოებს ასრულებდა.

იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე კახა მაჩიტიძის თქმით, ტექნიკური უსაფრთხოების სამსახური მოიკვლევს აღნიშნულ ფაქტს და დაადგენს რამდენად იყო დარღვეული უსაფრთხოების წესები.

„ქარხნის ერთ-ერთი საამქროს სახურავის სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა მუშა და ადგილზევე გარდაიცვალა. პროფკავშირების ინსპექტორები გამოიკვლევენ. ჯერჯერობით მიზეზი არ შემიძლია გითხრათ,“-აცხადებს პროფკავშირის წარმომადგენელი.

 

დღის ამბები