02 ივნისი 2020,   08:25
ვრცლად
კახეთის რეგიონში აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა მიმდინარეობს

სოფლის-მეურნეობის მიმართულებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი ანტი-კრიზისული გეგმის თანახმად, კახეთის რეგიონში აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა მიმდინარეობს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ სესიაშვილთან ერთად, ყვარელში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში ფერმერებს შეხვდა და დიზელის ფასდაკლების ბარათების გაცემის პროცესს ადგილზე გაეცნო.

დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით 1000-მდე ფერმერმა უკვე მიიღო კუთვნილი ფასდაკლების ბარათები. რაც შეეხება კონკრეტულად, ყვარლის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს დიზელის ფასდაკლების ბარათების მისაღებად 300-მდე ფერმერმა უკვე მიმართა.

"ვიმყოფებით ყვარლის მუნიციპალიტეტში, შევხვდით ფერმერებს, მინდა აღვნიშნო, რომ ისინი კმაყოფილებას გამოხატავენ ამ პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მიმართ.  

იმ ვითარებაში, როცა ქვეყანას გარკვეული ფინანსური შეზღუდვები აქვს, ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება ეძლევათ ფერმერებს, რაც თავისთავად ქმნის მათთვის იმედის განწყობას, რომ მათი მოსავალი იქნება კარგი და ხარისხიანი და არ გაუჭირდებათ რეალიზაცია. რაც შეეხება რეალიზაციას, სეზონური  ხილი და ბოსტნეული, რაც უკვე შემოვიდა, შეუფერხებლად  ხდება მისი რეალიზაცია და ფასი დამაკმაყოფილებელია ფერმერებისათვის. კახეთში ფერმერები ოპტიმისტურად უყურებენ დღევანდელ ვითარებას და მომავალს," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები