02 ივნისი 2020,   09:09
ვრცლად
ზუგდიდში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა - მათ შორის 3 ბავშვია

ზუგდიდში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან სამი არასრულწლოვანია, ერთი კი ქალი, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. სამივე ბავშვი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა, მათგან ერთი ოჯახის წევრია, ორი კი ახლო ნათესავი. ოთხივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს მკურნალობას.

ამ დროისთვის ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან მისი ჩათვლით 10 ადამიანია ინფიცირებული, მათგან ორი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუხის კლინიკაში კი მათ გარდა 5 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს.

დღის ამბები