02 ივნისი 2020,   08:39
ვრცლად
მთელი ქვეყანა თავს ვიტეხთ, რა თქვა ბატონმა გახარიამ - მელიას თქმით, კრედიტების გადავადებაზე პრემიერის განცხადებები მოსახლეობისთვის გაუგებარია

საკრედიტო ვალდებულებების გადავადების გადაწყვეტილებას ცოტა ხნის წინ, გამოეხმაურა ნიკა მელია. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი აცხადებს, რომ პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება მოსახლეობისთვის გაუგებარია:

"რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობამ" კატეგორიულად მოითხოვა და მოითხოვა არა ჩვენი არამედ ხალხის სახელით, საბანკო კრედიტების გადახდაზე მორატორიუმის სექტემბრის თვემდე გახანგრძლივება. დღეს გამოჩნდა ბატონი გახარია, ისაუბრა, მაგრამ ვერავინ ვერაფერი ვერ გავიგეთ, როგორც მას ახასიათებს ორაზროვნად, სამაზროვნადოთხაზროვნადაც შეიძლება ითქვას, ჩაატარა პრესკონფერენცია და ახლა მთელი ქვეყანა თავს ვიტეხთ რა თქვა ბატონმა გახარიამ," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები