08 ივლისი 2020,   04:40
ვრცლად
რეინფიცირების შემთხვევა, რომელიც უკვე მესამედ დაფიქსირდა, რაიმე ახალი, ან უცნაური სულაც არ არის-პაატა იმნაძე

საჩხერეში დაფიქსირებულ რეინფიცირების შემთხვევაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არ არის უცნაური და ახალი მოვლენა, რადგან ჩინეთში მსგავსი შემთხვევები თავიდანვე ფიქსირდებოდა.

"ეს არ არის უცნაური ან ახალი შემთხვევა, ჩინეთში ფიქსირდებოდა მსგავსი შემთხვევები, შემდეგ კორეელებმაც 150 ასეთი შემთხვევა აღწერეს. ჩვენი პროტოკოლით, ორი უარყოფითი ტესტი მაინც უნდა იყოს, რომ პაციენტი კლინიკიდან გაიწეროს, თუმცა ასევე, პროტოკოლის მიხედვით, ეს ადამიანი მიდის საკარანტინო სივრცეში, ან თვითიზოლაციაში. აღმოჩნდა ჩვენთანაც სამი ასეთი შემთხვევა. ჯერჯერობით, მეცნიერული მტკიცებულებების მიხედვით, ეს არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები