08 ივლისი 2020,   05:06
ვრცლად
განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად ჩინეთი 2 მილიარდ დოლარს გამოყოფს - ჩინეთის ლიდერი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 73-ე ასამბლეის ონლაინ კონფერენციაზე ჩინეთის ლიდერი სიტყვით გამოვიდა. სი ძინპინი აცხადებს, რომ ჩინეთი უახლოესი ორი წლის განმავლობაში, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად და განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად ორ მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს. 

ჩინეთის ლიდერმა პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა გამო სამძიმარი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ჩინეთი ღიად, გამჭვირვალედ და პასუხისმგებლობით მოქმედებდა.

"კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად და განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად ჩინეთი 2 მილიარდ დოლარს გამოყოფს. იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი შეიმუშავებს ვაქცინას ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, ის ხელმისაწვდომი იქნება და გლობალური საზოგადოებრივი სიკეთე გახდება. პეკინმა საერთაშორისო საზოგადოებას COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დროულად მიაწოდა," - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა. 

დღის ამბები