08 ივლისი 2020,   06:01
ვრცლად
არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ეჭვმიტანელ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

საჩხერეში არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებით დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ბესიკ ივანაშვილს ბრალი 141-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედება, რაც წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.  

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ივანაშვილს 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც  ადვოკატი ავთანდილ ბუცხრიკიძე აცხადებს, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ვარაუდობს, რომ მისი დაკავება ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება, თუმცა კითხვაზე, რატომ წაუყენეს ბრალი სხვა დანაშაულში მმართველ გუნდთან  დაახლოებულ პირს, ამბობს, რომ ამაზე ჯერ არ საუბრობენ.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალები დღეს გადაეცა და სრულად არ გაცნობია. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, სასამართლო ხვალ ონლაინრეჟიმში გაიმართება. სხდომა დახურული იქნება.

რა ოდენობის გირაოს შუამდგომლობას დააყენებს დაცვის მხარე, ჯერ არ იციან.  ადვოკატის თქმით, ეს სასამართლოს მიხედვით გადაწყდება.

დღის ამბები