08 ივლისი 2020,   05:59
ვრცლად
ჩინეთის მთავრობის სამედიცინო მრჩეველი ფიქრობს, რომ უხანის ხელმძღვანელობამ კორონავირუსზე ინფორმაცია დამალა

ჩინეთის მთავრობის სამედიცინო მრჩეველი ჩჟუნ ნანშანი უხანის ხელმძღვანელობას კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

ტელეკომპანია CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისიის კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალური კომისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას პირველ ეტაპზე სიმართლის თქმა არ სურდა.

ჩჟუნ ნანშანის განცხადებით, საეჭვო იყო ფაქტი, რომ 10 დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევები 41-ზე რჩებოდა. 20 იანვარს ჩჟუნ ნანშანმა ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ს ეთერში თქვა, რომ კორონავირუსი შესაძლოა, ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდა. 20 იანვარსვე ნანშანმა განაცხადა, რომ უხანში უკვე 198 დადასტურებული შემთხვევა, სამი გარდაცვლილი და 13 ინფიცირებული ექიმი იყო.

"საწყის ეტაპზე ისინი დუმილს ინარჩუნებდნენ და შემდეგ მე ვთქვი, რომ შესაძლოა, ჩვენ გვყავს უფრო დიდი რაოდენობის ინფიცირებული. მე არ დავიჯერე ეს შედეგები. ისევ ვეკითხებოდი შედეგებზე. ვფიქრობ, რომ მათ ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემის სურვილი არ ჰქონდათ"- განაცხადა ჩჟუნ ნანშანმა.

დღის ამბები