07 ივლისი 2020,   01:36
ვრცლად
სამართალდამცველებმა ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავეს

სამართალდამცველებმა ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავეს.

თორნიკე ფარცხალაძე ნარკოდანაშაულისთვის არის დაკავებული. მას ჩხრეკისას ერთი აბი "სუბოქსინი" აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, თუმცა ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები