07 ივლისი 2020,   00:29
ვრცლად
ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სუსი

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება. სუსის განცხადებით აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფ. ფახულანისა და სოფ. საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ ხორციელდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა.

აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები