07 ივლისი 2020,   01:14
ვრცლად
ყველანი ვხვდებით ხომ, რომ პრეზიდენტი არანაირ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, დარწმუნებული იყო, რომ უახლოეს დღეებში ხელისუფლება პოლიტპატიმრებს შეიწყალებდა. ნიკა მელიას შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მიიღებდა. 

"დარწმუნებული ვიყავით, რომ უახლოეს დღეებში შეიწყალებდნენ პოლიტიკურ პატიმრებს და კიდევ შეიწყალებენ დანარჩენებს, ვინც ჯერ არ გამოსულა. ამიტომ მე დღეს არ ვაპირებ ნიშანი მოვუგო ხელისუფლებას, უბრალოდ ყველანი ვხვდებით ხომ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არანაირ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ძალიან კარგია ქვეყნის განვითარებისთვის ეს ყველაფერი და აჩენს შანსს, რომ ქვეყანაში ჩატარდეს მეტ-ნაკლებად თავისუფალი არჩევნები," - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება დღეს საღამოს გააკეთა.

დღის ამბები