07 ივლისი 2020,   00:27
ვრცლად
უხანში შესაძლოა პანდემიამ ისევ იფეთქოს - ქალაქში მოსახლეობის მასშტაბური ტესტირება განახლდა 

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსის ახალი შემთხვევეთა რაოდენობის ზრდის გამო ქალაქის მაცხოვრებლების მასშტაბური ტესტირება განახლდა. ინფორმაციას ხუბეის პროვინციის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს.

ჩინეთის ხელისუფლება ამ დრომდე არ ახდენს იმ უსიმპტომოების რეგისტრაციას, რომლებსაც ვირუსული ნუკლეინის მჟავა დადებითი აქვთ, მაგრამ სიმპტომები არ აღენიშნებათ. პირები დადასტურებულ შემთხვევათა ნუსხაში მხოლოდ მას შემდეგ შეჰყავთ, რაც სიმპტომები გამოუვლინდებათ. აღნიშნულის გამო მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა ქალაქში პანდემიამ ისევ იფეთქოს.

დღის ამბები