08 ივლისი 2020,   06:08
ვრცლად
რაში უნდა გვაწყობდეს საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, ჩვენ გვინდოდა პროპორციული არჩევნები - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში  განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა სისტემით ჩატარდება არჩევნები, მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

გიგა ბოკერიამ ოპონენტების ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ სწორედ "ევროპული საქართველო" იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვდა და ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება არანაირად არ აწყობს. 

"რაში უნდა გვაწყობდეს - ჩვენ გვინდოდა პროპორციული არჩევნები. თავის დროზე, მთელ საზოგადოების და, მათ შორის, "ევროპული საქართველოს" ინიციატივა იყო, სწორედ ამ მოთხოვნის დაყენება, როგორც მთავარი მოთხოვნის. ჩვენ და მთელ საზოგადოებას შეგვპირდა და გადაგვადგო ივანიშვილმა. ჩვენს ინტერესებში რატომ არის? ჩვენ მივედით, ხმა მივეცით. ჩავარდნის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს.

შეთანხმება იყო ორ ნაწილიანი - ამას ვამბობთ ჩვენ, და ყველა მედიატორი. შეთანხმება ან სრულდება, ან არა. თუ შესრულდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივცემთ ხმას, შედარებით ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება ავტომატურად დაბრუნდება და ბოიკოტიც შეწყდება. თუ არ შესრულდება - ბოიკოტი გაგრძელდება. მაშინ თავიდანვე შევუთანხმდებოდით მხოლოდ საარჩევნო სისტემაზე, ეს ხომ პრინციპის საკითხია არა პარტიებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. თუ ეს კაცი ჩათვლის ამ არჩევნების წინ, რომ ანგარიშვალდებული საერთოდ არ არის, შეუძლია ერთი რამე თქვას, მეორე გააკეთოს და ყველა ვარიანტში გაუვა, კიდევ მეტს დააშავებს, ქვეყანას კიდევ უფრო დააზიანებს.

ჩვენ გვსურს ის კი არა, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი საშინლად მოიქცეს, როგორც ახლა იქცევიან და მერე დაისაჯოს მწარედ, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რაც მოხდება, დიდი ალბათობით, ჩვენ გვსურს, რომ გონს მოეგოს და არსებითად უფრო ნორმალური ვითარება გვქონდეს და ამ ვითარებაში ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, ვის ენდობა,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

დღის ამბები