08 ივლისი 2020,   05:37
ვრცლად
რომის პაპმა დღეს ექთნებისთვის ლოცვა აღავლინა

რომის პაპმა დღეს ექთნებისთვის ლოცვა აღავლინა და კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალის თავდაუზოგავი შრომის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პაპი ფრანცისკეს განცხადებით, სამედიცინო სფეროში მომუშავე თითოეული ადამიანი გმირია, რადგან ისინი სხვა ადამიანის გადარჩენისთვის საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ.

"მოდით, ვილოცოთ ექთნებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ეს საქმიანობა პროფესიაზე მეტია. ღმერთმა დალოცოს ისინი. პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მათ გმირობაში. სამწუხაროდ, ახალ ვირუსთან ბრძოლაში ზოგიერთი მათგანის სიცოცხლე ფატალურად დასრულდა," - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ

დღის ამბები