07 ივლისი 2020,   00:30
ვრცლად
შეთანხმების ორივე ნაწილი განხორციელდება, ჩვენ ამას ვაიძულებთ "ქართულ ოცნებას" - გიორგი ვაშაძე

"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ვალდებულია ორივე პირობა შეასრულოს, რომელიც შეთანხმების დროს დადო.

"ნურავის გონია, რომ პანდემიას გამოიყენებენ. შეთანხმების ორივე ნაწილი განხორციელდება. ჩვენ ამას ვაიძულებთ "ქართულ ოცნებას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 8 მარტის შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ისევ ურთიერთბრალდებების საბაბია. მმართველი გუნდის განცხადებით, შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია.

დღის ამბები