05 ივლისი 2020,   08:43
ვრცლად
ავსტრია ქვეყნის სარესტორნო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ბიუჯეტიდან 500 მილიონ ევრო გამოყოფს

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი აცხადებს, რომ კორონავირუსის კრიზისის გამო ქვეყანაში არსებულ სარესტორნო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ბიუჯეტიდან 500 მილიონი ევრო გამოიყოფა.

ავსტრიამ COVID-19-ის გამო დაწესებული აკრძალვების შემსუბუქება გასული კვირიდან დაიწყო. სებასტიან კურცის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ ინფლაციას მოკლე დროში დაძლევს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიით  16,000-მდე ადამიანი დაავადდა, ფატალურად კი, 620 ინფიცირებულის სიცოცხლე დასრულდა.

"სხვა ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სარესტორნო ბიზნესის აღდგენა, არსებულ ვითარებაში ჯერ კიდევ ვერ მოხდება. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ აღნიშნულ ბიზნესსექტორს სახელმწიფოს მხრიდან მოეხსნას დაბეგვრის გადასახადი, მათ შორის ალკოჰოლზეც. საერთო ჯამში, სარესტორნო ბიზნესის ხელშესაწყობად ავსტრიის მთავრობა 500 მილიონი ევროს მობილიზებას მოახდენს," - აცხადებს ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი.

დღის ამბები