08 ივლისი 2020,   05:35
ვრცლად
აქამდე უცნობი სინდრომი, რომელმაც ნიუ-იორკში სამი ბავშვი იმსხვერპლა - ექიმები კორონავირუსთან მის კავშირს სწავლობენ

ვარაუდობენ, რომ უცნობი დაავადება, რომელმაც ნიუ-იორკის შტატში სამი ბავშვი იმსხვერპლა, კორონავირუსთან არის კავშირში - BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა.

ექიმები ამბობენ, რომ პედიატრიული მულტისისტემური ანთებითი სინდრომით საავადმყოფოში ათობით ბავშვია მოთავსებული. კუომოს ინფორმაციით კი მსგავსი სიმპტომებით შტატში 73 ბავშვს იკვლევენ. ბევრ მათგანს კოვიდ-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოხატული არ ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით მათ კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღის ამბები