08 ივლისი 2020,   04:19
ვრცლად
ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენს ისტორიაში, რადგან კვლავ ვხსნით ჩვენს ქვეყანას - დონალდ ტრამპი

პანდემიის ეპიცენტრი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ვირუსს 77 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვირუსი დაუდგინდა შტატების პრეზიდენტის თანაშემწესაც.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ტრამპი ზომების შემსუბუქებაზე უარის თქმას არ აპირებს. ტრამპი მოქალაქეებს ჰპირდება, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა იმაზე ძლიერი და დიდებული იქნება, ვიდრე ეს სადმე სხვაგან შეიძლება იყოს.

"ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენს ისტორიაში, რადგან კვლავ ვხსნით ჩვენს ქვეყანას, ეს ხალხს სურს, საჭიროა ყველა წესის დაცვა,"- აცხადებს დონალდ ტრამპი.

ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა იკლებს ევროპის ქვეყნებში. ორშაბათიდან საკარანტინო ზომების შემსუბუქებას იწყებს საფრანგეთი, სადაც მაღაზიების ნაწილი გაიხსნება და დაწყებით სკოლებში სწავლა განახლდება. ზომების შემსუბუქებისთვის ემზადება დიდი ბრიტანეთი და ავსტრალიაც.

დღის ამბები