08 ივლისი 2020,   05:34
ვრცლად
ჩვენ არ ვხედავთ ამ გადაწყვეტილებას როგორც საფრთხეს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს შორის - უკრაინის საგარეო უწყება ელჩის გამოწვევის საკითხზე

უკრაინაში საქართველოს ელჩის გამოწვევის საკითხზე, უკრაინის საგარეო პოლიტიკური უწყება განმარტავს, რომ ამ დეტალს ორი ქვეყნის ურთიერთობაში არანაირი გავლენა არ ექნება. 

უწყების განცხადებაში ასევე წერია, რომ უკრაინულ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება უკრაინელი ხალხის ნებაა. 

"უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კი არ გამოუწვევიათ არამედ ის კონსულტაციებისთვის დედაქალაქში გამოიძახეს. ეს არ არის ყოველდღიური, არამედ ჩვეულებრივი პრაქტიკა დიპლომატიურ საქმიანობაში. ჩვენ არ ვხედავთ ამ გადაწყვეტილებას როგორც საფრთხეს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს შორის. ჩვენ გვაქვს მრავალი საერთო პოზიცია და საერთო გამოწვევა. ამავდროულად ეპიდემიის დაძლევა და ეკონომიკის სტაბილიზაცია ყველა ევროპელისთვის საერთო ამოცანაა. ეს გამოწვევები მოითხოვს უკრაინის მთავრობისგან ახალი მიდგომებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებას.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, აქვს ფართო გამოცდილება და მნიშვნელოვანი მიღწევები რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც მსოფლიოში ფართოდ არის აღიარებული. ამიტომაც, მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს გაითვალისწინონ წარმოდგენილი არგუმენტები და არ გახადონ ორმხრივი ურთიერთობები უკრაინაში მიმდინარე რეფორმების პროცესზე დამოკიდებული. უკრაინულ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენი ხალხის ნებაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სრულყოფილად განვითარდეს,"- აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

 

 

დღის ამბები