06 ივლისი 2020,   23:24
ვრცლად
მსოფლიო კორონავირუსით ინფიცირებულთა 4 მილიონიან ნიშნულს უახლოვდება

მსოფლიო კორონავირუსით ინფიცირებულთა 4 მილიონიან ნიშნულს უახლოვდება.
თითქმის სამი მილიონ 900 ათასი - ასეთია ამ წუთის მონაცემები. ფაქტების მატების მიუხედავად კვლავ იკლებს სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი.დახურული შემთხვევებიდან, თუ რამდენიმე კვირის წინ დაღუპულთა რაოდენობა 21%-ს შეადგენდა, დღეს ეს მონაცემი უკვე 17 პროცენტამდეა შემცირებული.

ამ დროისთვის პიკისკენ მიდის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა რუსეთში, სადაც მარტო დღეს 12 ათასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მაჩვენებელი არ იკლებს არც დიდ ბრიტანეთში, რომელმაც გარდაცვლილთა რაოდენობით კონტინენტური ევროპის ყველა ქვეყანას გაასწრო.
ბრიტანეთისგან განსხვავებით კი, რომელსაც უკვე 30 ათასზე მეტი გარდაცვლილი მოქალაქე ჰყავს, ევროპის ქვეყნების ერთი ნაწილი ტურისტების მისაღებად ემზადება.

დღის ამბები