06 ივლისი 2020,   23:55
ვრცლად
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს COVID-19-ზე PCR ტესტირება ჩაუტარდათ

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს COVID-19-ზე PCR ტესტირება ჩაუტარდათ. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მივიდა და პანსიონატის ბენეფიციარებს შეხვდა.

ჯანდაცვის მინისტრმა თავშესაფრებში ტესტირების დაწყება გასულ კვირას დააანონსა. თბილისის გარდა პროცედურა უკვე ჩატარდა იმერეთსა და გურიაში, სადაც 62 პირი გაიტესტა. თავშესაფრების ტესტირება ერთ კვირაში დასრულდება.

"დაანონსებული პროტოკოლის შესაბამისად ჩვენ დავიწყეთ უკვე იმ  მოწყვლადი ჯგუფების გატესტვა. თბილისის მოხუცებულთა პანსიონატში დღესდღეობით ცხოვრობს 50-მდე ხანდაზმული და ასევე არის 50-მდე მედპერსონალი. მათი გატესტვა მოხდება PCR ტესტებით და ერთი კვირის მანძილზე, საქართველოს მასშტაბით გაიტესტება ყველა ის პანსიონი, რომელიც წარმოადგენს რისკჯგუფს," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები