08 ივლისი 2020,   05:12
ვრცლად
წარმოდგენილი გეგმა მიუთითებს, რომ ქვეყანა მზად არის სწრაფად მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა - დავით სონღულაშვილი

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ დამატებითი განცხადებები გაკეთდა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი აღნიშნავს, რომ მთავრობის მეთაურის მიერ წარმოდგენილი გეგმა, მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანა მზად არის მაქსიმალურად სწრაფად მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა.

"დღევანდელი პრეზენტაცია მკვეთრად გამოხატავს იმას, თუ რამდენად მზად არის ქვეყანა რომ მაქსიმალურად სწრაფად მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა, როგორც რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში და მზადა შეხვდეს გამოწვევებს. პროგრამა, რომელიც მთავრობის მიერ არის წარმოდგენილი სრულად ფარავს ყველა ამ სექტორში მონაწილე ადამიანს,"- განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილი. 

დღეს, მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

დღის ამბები