08 ივლისი 2020,   05:40
ვრცლად
რუსეთი მზადაა უკრაინასა და საქართველოსთან საპარლამენტო დიალოგი სრულად აღადგინოს - კონსტანტინე კოსაჩევი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინე კოსაჩევის განცხადებით, რუსი პარლამენტარები მზად არიან უკრაინასთან და საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო დიალოგი სრულად აღადგინონ. განცხადება კოსაჩევმა ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საპარლამენტო ონლაინ კონფერენციის დროს გააკეთა, რომელშიც მონაწილეობას დსთ-ის და სხვა ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები იღებდნენ.

კოსაჩევის თქმით, ის კოლეგების სახელით ადასტურებს როგორც თანამოაზრეებთან, ასევე ოპონენტებთან დიალოგის მზადყოფნას. მისი განცხადებით, რუს პარლამენტარებს მწვავე თემების განხილვის არ ეშინიათ.

"ჩვენ გვაქვს სათქმელი და ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თანამოსაუბრეების არგუმენტებიც," - განაცხადა კოსაჩევმა. ის ამ განცხადებით, უკრაინის უმაღლესი რადას ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს პლეგ ვოლოშინს და პარტია "ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს მიმართავდა, რომლებიც ასევე იღებდნენ მონაწილეობას ონლაინ კონფერენციაში.

დღის ამბები