07 ივლისი 2020,   00:21
ვრცლად
მოვუწოდებ აზერბაიჯანის მთავრობას, დააბრუნეთ ეს უდიდესი კულტურის ძეგლი უკან - შალვა ნათელაშვილი დავით გარეჯზე

შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს და სთხოვს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მუშაობა ისევ გააქტიურდეს.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი დღეს გარეჯში იმყოფებოდა და მან აზერბაიჯანის მთავრობასაც მიმართა. შალვა ნათელაშვილი აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს, დააბრუნოს უძველესი კულტურის ძეგლი, რომელიც ისტორიულად საქართველოს ეკუთვნის.

"ალიევის შეიარაღებულმა ძალებმა აქ გამოფინეს პლაკატი "სამშობლო ჩემი გულია" წარწერით, ხოლო Google-ს რუკებზე მონაკვეთები, რომლებიც ისტორიულად და გენეტიკურად იყო და არის ქართული, მოექცა აზერბაიჯანის შემადგენლობაში.

ანუ, ბიძინა ივანიშვილმა, პირდაპირ ვთქვათ, მიჰყიდა დავით გარეჯი პრეზიდენტ ალიევს, ხოლო ალიევმა მიიტაცა ეს უდიდესი ისტორიული, ქრისტიანული კულტურის ძეგლი საქართველოსგან.

დღეს მე მოვუწოდებ აზერბაიჯანის მთავრობას, დააბრუნეთ ეს უდიდესი კულტურის ძეგლი უკან და მერე ჩავითვლებით სტრატეგიულ მოკავშირეებად,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

დღის ამბები