07 ივლისი 2020,   00:38
ვრცლად
გუდაურის ინციდენტში მონაწილე პირს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობას ედავებიან ბრალი დაუმძიმდა

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.მერაბ კობიაშვილს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავება.

პროკურატურამ ეს გადაწვეტილება იმ დროს მიიღო,როცა დაკავებულის ადვოკატი ბრალის მოხსნის მოლოდინში იყო. გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი 16 თებერვალს მოკლეს. ერთი პირი კი დაჭრეს.

ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალი არ არის სამართლიანი.

"ედავებიან, რომ ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა, მან ასევე თითქოს ადამიანს სცემა. იმის ნაცვლად, რომ პასუხისგებაში მიეცათ ეს მოძალადე ადამიანები, რომლებმაც მერაბ კობიაშვილი სცემეს - პირიქით, მერაბ კობიაშვილს წაუყენეს ბრალი, რომელიც ხელსაც კი არ უბრუნებდა,"- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში 16 თებერვლის ღამეს ორ მხარეს შორის დაპირისპირება სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა, საბოლოო ლოკაცია გუდაური კაზინოსთან იყო, სადაც რამდენიმე გასროლით თაზო გორთამაშვილი გარდაიცვალა, კიდევ ერთი პირი კი მძიმედ დაიჭრა. 

დღის ამბები