07 ივლისი 2020,   00:29
ვრცლად
ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიკითხება პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია. გამომძიებლები პაციენტის გამოჯანმრთელებას უკვე თითქმის 5 თვეა, ელოდებიან. სწორედ მისი ჩვენების შემდეგ გაირკვევა, რამდენად სწორ გზაზე დგას გამოძიება.

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ოთხი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. სხდომა 14 მაისისთვის გადაიდო.

"იყო წინასასამართლო სხდომა. შუამდგომლობები დავაყენეთ. პატიმრობა ძალაში დატოვეს. რაც შეეხება შუამდგომლობებზე პასუხებს, პროკურორმა დრო ითხოვა, განიხილავს და 14-ში მოგვახსენებს. შუამდგომლობა იყო დაუშვებელ მტკიცებულებებზე, არასწორ გამოძიებებზე, არასწორი ოქმების შედგენაზე და ასე შემდეგ," - განაცხადა ბრალდებულ პეტრე ყუფარაძის ადვოკატმა ვაჟა არობელიძემ.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით  პასუხისმგებლობაში ორი პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი სამი პირი. ხუთი ბრალდებულიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 4 აქვს შეფარდებული. ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, ვერაზე დაჭრეს.

დღის ამბები