08 ივლისი 2020,   04:56
ვრცლად
მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა პოპულისტურია, რადგან პრემიერს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა ისედაც უწევს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში ოპოზიციის განცხადებას უპასუხა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს. მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია პოპულისტურ ნაბიჯებს დგამს, რადგან პრემიერს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა ისედაც უწევს. 

"1-მდე არის ის ვადა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა წერილობით უნდა წარმოადგინოს ანგარიში პარლამენტში. როდესაც ამბობენ ჩვენი ოპონენტები, რომ 29-ში მოვიდეს და გააკეთოს მოხსენება პარლამენტში, მათ ძალიან კარგად იციან, რომ სულ რაღაც 2 დღეზეა ლაპარაკი. საქართველოს პრემიერ მინისტრმა უნდა დადოს შესაბამისი წერილობითი ანგარიში და იმავე თვეშივე ვალდებულება აქვს გააკეთოს მოხსენება საქართველოს პარლამენტის წინაშე. ამიტომ ვამბობ, რომ პოპულიზმია, თორემ მაინცდამაინც კი არ მსიამოვნებს, ვიღაცის ზედმეტად გაკრიტიკება,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები