07 ივლისი 2020,   00:14
ვრცლად
რატომ არ არის ასახული ოკუპირებული რეგიონების კოვიდმონაცემები საერთო სტატისტიკაში - მინისტრის თქმით, ამის მიზეზი მონაცემების არასანდოობაა

რატომ არ არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი შეყვანილი ქვეყნის საერთო სტატისტიკაში. ამასთან დაკავშირებით პასუხის გაცემა ჯანდაცვის მინისტრს "ღამის კურიერის" ეთერში მოუწია. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამის მიზეზი მონაცემების არასანდოობაა.

"ეს მეტად უფრო მტკივნეული და პოლიტიკური საკითხია ჩვენთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ჩვენი ქართველი მოქალაქის მდგომარეობა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ ის წყაროები და ის სტატისტიკა, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი, ჩვენთვის არ არის სანდო, აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია გავაჟღეროთ ის ინფორმაცია, რომელიც სარწმუნოობაშიც არ ვართ დარწმუნებული. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ ამას არ ავსახავთ, თუმცა ვთლით, რომ ის რიცხვი, რომელიც არის დასახელებული, შეიძლება გაცილებით დიდი იყოს,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შესაბამისი დახმარება გაუწიოს.

დღის ამბები