08 ივლისი 2020,   04:55
ვრცლად
საფასო პოლიტიკა მცირედით არის გაზრდილი იმ პროდუქტებზე, რასაც საქართველოს მოსახლეობა ხშირად მოიხმარს - გიორგი ხანიშვილი

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარკვეულ პროდუქტებზე ფასების მატების შესახებ განცხადება გაკეთდა. უწყების განმარტებით, არსებული პანდემიის ფონზე საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ფასებზე ცვლილება შეინიშნება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, ფასები მაქსიმალურად შენარჩუნებულია იმ პროდუქტებზე, რასაც საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი იყენებს.

"ყველაზე დიდი ფასის ზრდა არის ხილზე. გარემოს დაცვას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაზღვეული აქვს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის საფასო პოლიტიკა, რომელიც არის ყველაზე ხელმისაწვდომი ძირითადი სეგმენტისთვის, ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვაქვს მცირედ გაზრდილი საფასო პოლიტიკა იმ სასაქონლე ჯგუფებზე, რომელსაც მოიხმარს საქართველოს მოსახლეობა,"- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

საზოგადოების ნაწილის თქმით კი ფასები მომატებულია და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

დღის ამბები