07 ივლისი 2020,   00:35
ვრცლად
სტიქია საქართველოში - უხვმა ნალექმა და ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე რეგიონი დააზარალა

უხვმა ნალექმა და ძლიერმა სეტყვამ საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა. მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა საჩხერეს. მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა ნათესები და ვენახის დაახლოებით 30%. უხვი ნალექის გამო საჩხერეში ქუჩებიც დაიტბორა.

სეტყვა იყო კახეთშიც, სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი სიღნაღის მუნიციპალიტეტს მიაყენა, დაისეტყვა ნათესები.

ძლიერი სეტყვა იყო მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც.

დღის ამბები