08 ივლისი 2020,   05:16
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებამ სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს უფრო მეტი დახმარებისაკენ გაუხსნა გზა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ, ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტის შესარბილებლად საქართველოსთვის 200 მილიონი დოლარის გამოყოფის საკითხს, მთავრობის წარმომადგენლები მნიშვენლოვან ნაბიჯად აფასებენ. 

ფონდს გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა. მისმა მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა კი აღნიშნა, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც მიმდინარე პროგრამის ფარგლებში გაფართოებული ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებამ,  სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს უფრო მეტი დახმარებისაკენ გაუხსნა გზა. 

"ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან ის პრაქტიკულად გზას გაუხსნის სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს უფრო მეტი დახმარებისაკენ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებული ყველა რისკი, ამ გადაწყვეტილებით სრულად არის დაზღვეული. მიმდინარე წელს ჩვენ ფისკალურ სექტორში არანაირ პრობლემას აღარ ველოდებით,"- აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.  

დღის ამბები