07 ივლისი 2020,   00:23
ვრცლად
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ განიხილება - ნათია მეზვრიშვილი

კაფეების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების, როგორც ხალხმრავლობის თვალსაზრისით განსაკუთრებით საფრთხის შემცველი ობიექტების გახსნა, ჩვენს მიერ წარმოდგენილი გეგმით, გათვალისწინებულია ბოლო ეტაპზე - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ განიხილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია.

გარკვეული ეკონომიკური საქმიანობა 27 აპრილამდეც დაშვებული იყო და 27 აპრილიდან ჩვენ კიდევ უფრო მეტი დაშვება გავაკეთეთ, ოღონდ მეწარმე სუბიექტებს ვუთხარით, რომ უნდა აკმაყოფილებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შემოწმდებიან და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამ ეტაპზე არ განვიხილავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობის განახლებას, ვინაიდან, სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია. ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს მშენებლობებისა და სამშენებლო მასალების წარმოების დაშვებაზე იმაზე ადრეულ ეტაპზე, ვიდრე ეს გეგმით არის გათვალისწინებული," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები