27 მაისი 2020,   16:26
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი კასპში მდებარე ერთ-ერთ საწარმოში უსაფრთხოების ზომებს გაეცნო

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კასპში, "ჰაიდელბერგ ცემენტის " ქარხანაში სამუშაო პროცესი შეამოწმა. დაათვალიერა საწარმოო პროცესი და გადამოწმა გაიდლაინების დაცვის ხარისხი.

მთავრობის დადგენილებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბოლო სამ დღეში ინსპექტირება 100-ზე მეტ საწარმოში ჩაატარა.

ნათია თურნავას თქმით, ქვეყნის მასშტაბით არსებობს 10-ზე მეტი საწარმო, რომელთაც საქმიანობის უფლება უსაფრთხოების ზომების დაცვის მხრივ არსებული ხარვეზების გამო, ამ დრომდე ვერ აღიდგინეს. მინისტრის თქმით, საწარმოებს უკვე მიეცათ მითითებები.

"100-ზე მეტი საწარმოა, რომელთაც ვერ აღიდგინეს საქმიანობა, რადგან ჰქონდათ სერიოზული ხარვეზები. მათ მიეცათ მითითება და მე დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე დღეში ისინი კვლავ მოგვმართავენ.

ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთ სისტემურ საწარმოში, რომელსაც არ შეწყვეტია საქმიანობის უფლება, ეს არის "ჰაიდელბერგ ცემენტი" და მისი კუთვნილი ქარხანა "კასპის ცემენტი", რომელიც საკმაოდ კარგად არის მომზადებული," - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

დღის ამბები