30 მაისი 2020,   05:06
ვრცლად
თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე - "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ანგარიში

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში "თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში".

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების უფლება ეზღუდებათ.

პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას აფხაზეთის შემთხვევაში - გალში, ხოლო ცხინალის რეგიონში - ახალგორის რაიონში. ახალგორში გამშვები პუნქტის ხანგრძლივი დროით ჩაკეტვამ, რაიონი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დააყენა.

გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების მიუხედავად, ადამიანებმა ვერ შეძლეს ახალგორის დატოვება, რაც რამდენიმე შემთხვევაში ფატალური შედეგით დამთავრდა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ძირითადი რისკების საპასუხოდ სამოქმედო გეგმა შემუშავდეს.

"ანგარიში ეხება ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით კრიტიკულ მდგომარეობას, რაც განპირობებულია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. გამშვები პუნქტის პერმანენტულად ჩაკეტვა მნიშვნელოვნად ზღუდავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას," - განაცხადა საქართველოს ოსთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა რუსუდან ფუხაშვილმა.

დღის ამბები