30 მაისი 2020,   06:42
ვრცლად
ბათუმში COVID-19-ით ინფიცირებული 14 პაციენტი მკურნალობს - მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა  

ბათუმის კლინიკა "მედალფა"-ში COVID-19-ით ინფიცირებული 14 პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის კვირაზე მეტია მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ჟანგბადდამოკიდებულია ბოლო ინფიცირებული - 60 წლის ქალი, რომლის დაინფიცირების წყაროც ამ დრომდე უცნობია. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას მედიკოსები საშუალო სიმძიმით აფასებენ.

" ჩვენს კლინიკაში მკურნალობას 14 პაციენტი აგრძელებს, ერთი რჩება მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მცირე დადებითი დინამიკა გვაქვს, თუმცა პაციენტის მდგომარეობა რჩება ჯერჯერობით მძიმე," - ამბობს კლინიკა "მედალფა"-ს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლომიძე.

დღის ამბები