30 მაისი 2020,   05:53
ვრცლად
სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება - გავრცელებული ტექსტის მიხედვით, გარკვეული პირები დაიწყებენ ოჯახებში სიარულს და მოქალაქეებს შესთავაზებენ ტესტის გაკეთებას, რომლის მერეც მოხდება მათი დაინფიცირება. იმავე ცრუ ინფორმაციის მიხედვით, ვაქცინაცია ნანო ჩიპით და ვირუსის ძლიერი მუტოჰენით განხორციელდება.

ცრუ შეტყობინების ავტორები წერენ, რომ ვაქცინა გამოიწვევს ადამიანების სიკვდილს.  

"ექიმები და პოლიციელები ყველასთან მივლენ. უარი თქვით ვირუსის ნებისმიერ ტესტზე. თქვენი უფლებაა, უარის თქმა!!! ეს არ არის ტესტი, პირიქით - ინფიცირება!!! ეს არის მასონების პროგრამა - პლანეტის მოსახლეობის 1 მილიარდამდე შემცირება. ვაქცინაში არის ნანო ჩიპი და ვირუსის ძლიერი მუტოჰენი!!! ეს კი უკვე ნელ სიკვდილს ნიშნავს !!! სასწრაფოდ!!! ძვირფასო თანამემამულენო - დიდი თხოვნაა ყველას მიმართ, არავის არ გაუღოთ კარი, სანამ დასრულდება კარანტინი ვინც გინდა იყოს!!! არ მისცეთ უფლება გაგიკეთონ ვაქცინა," - წერია გავრცელებულ შეტყობინებაში.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის არ არსებობს ვაქცინა, რომელიც გამოიყენება "კოვიდ 19"-ის წინააღმდეგ და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

 

დღის ამბები