30 მაისი 2020,   05:26
ვრცლად
ვანში თერმოსკრინინგით 6,000 ადამიანი შემოწმდა

ვანში მოსახლეობის თერმოსკრონინგი დაიწყო. მუნიციპალიტეტში ორი ბლოკპოსტი მოეწყო, სადაც მოქალაქეებს შეამოწმებენ.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განმარტებით, ამავდროულად, შემოწმება უტარდება მოსახლეობას ოჯახებშიც, უკვე შემოწმდა 6,000 ადამიანი.

ვანში კონტროლი მას შემდეგ გამკაცრდა, რაც ადგილობრივს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე ინფიცირებულია მისი ოჯახის ორი წევრიც.

"ამ კაცს პურის ფქვილის მაღაზია ჰქონდა და ყიდდა. პანიკაში არავინაა, თუმცა იციან, რომ არსებობს საფრთხე და ერიდება ყველა," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

 

 

დღის ამბები