30 მაისი 2020,   06:14
ვრცლად
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 პაციენტის მდგომარეობა შდარებით მძიმეა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 7 მძიმე პაციენტი მკურნალობს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ახალი პაციენტების მდგომარეობა დინამიკაში მეტ-ნაკლებად გაუარესდა და მათ პნევმონია აღენიშნებათ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 211-ს შეადგენს. სტატისტიკის მიხედვით ამ დროისთვის გარდაცვლილია 3, ხოლო გამოჯანმრთელებულია 50 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში - 4559, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 353 მოქალაქე რჩება.

 

დღის ამბები