30 მაისი 2020,   05:57
ვრცლად
500 მილიარდი ევრო - ევროკავშირის ქვეყნები ვირუსთან ბრძოლის ფინანსურ პაკეტზე თითქმის შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები კორონავირუსთან ბრძოლის ფინანსურ პაკეტზე თითქმის შეთანხმდნენ, საუბარია 500 მილიარდ ევროზე.

პანდემიამ განსაკუთრებული ზიანი სწორედ ევროპას და ევროპის ეკონომიკას მიაყენა.

გერმანიის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ საჭიროა ახლა იმას დაეხმარონ, ვისაც  ყველაზე მეტად სჭირდება.

"შეთანხმებას თითქმის მივაღწიეთ ეს იქნება ეკონომიკის სტიმულირებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი. აუცილებელია, კორონავირუსთან ბრძოლის მექანიზმები შევიმუშაოთ. ჩვენ დავეხმარებით იმას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა დახმარება,"- განაცხადა ოლაფ შოლციმ.

დღის ამბები