26 მაისი 2020,   08:33
ვრცლად
ქართული წარმოების პირბადეები დღეიდან სააფთიაქო ქსელებში - 50 თეთრად გაიყიდება

ქართული წარმოების პირბადეები დღეიდან სააფთიაქო ქსელებში გაიყიდება.- ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გააკეთა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს თითო პირბადის დამზადება ერთ ლარზე მეტი უჯდება, თუმცა ქვეყნის ოთხ წამყვან აფთიაქში მისი შეძენა სუბსიდირებულ ფასად - 50 თეთრად იქნება შესაძლებელი. 

მინისტრის განმატებით, პირბადეებით აფთიაქები კვირის ბოლომდე სრულად მომარაგდება, მოქალაქეს კი, ერთ ჯერზე სამი პირბადის შეძენა შეეძლება.

"დღეიდან ჩვენი ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუშვით სააფთიაქო ქსელებში, 400 ათასი პირბადე საწყის ეტაპზე, დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები. აქ საუბარი გვაქვს წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს. საუბარი გვაქვს  - "ავერსზე", "ფარმადეპოზე", "პსპ"-ზე და  "ჯი-პი-სი-ზე". ეს ოთხი ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ჩვენი პირბადეების გადანაწილება და მოსახლეობისთვის მიწოდება. ყველაზე გვიან, შაბათ დღეს ამ ქსელებში შესაძლებელი იქნება ჩვენი ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადეების შეძენა. რაც შეეხება ფასებს - იცით, რომს სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო ახდენს ნედლეულის მობილიზებას. ჩვენთვის ნედლეულის მოწოდება ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალო კომპანიები უსასყიდლოდ გვიკერავენ პირბადეებს, თვითონ ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა უჯდება 1 ლარზე მეტი. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი პირბადე მოსახლეობისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქსელებში, აფთიაქებში, პირბადეები გაიყიდოს 50 თეთრად თითო ცალი. სახელმწიფო მოახდენს სუბსიდირებას და პრაქტიკულად, ნახევარ ფასად იქნება პირბადეები ხელმისაწვდომი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. 

როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პირბადებზე საუბრისას განმარტა, სააფთიაქო ქსელში კომერციული და იმპორტული პირბადეებიც იქნება ხელმისაწვდომი, რომლის ფასი შეიძლება განსხვავებული იყოს.

დღის ამბები