27 მაისი 2020,   16:57
ვრცლად
კარანტიში მყოფ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და დარღვევებზე მოგვაწოდონ ინფორმაცია - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატმა საერთაშორისო სტანდარტზე დაყრდნობით შეიმუშავა სპეციალური მეთოდოლოგია, რითაც კარანტინში მყოფ პირებს მონიტორინგს გაუწევს.

როგორც ომბუდსმენმა დღის კურიერში სტუმრობისას განაცხადა, ფიზიკურად არ არის შესაძლებელი საკარანტინო სივრცეებში მისვლა და აგილზე დაკვირვება.

თუმცა, სახალხო დამცველი კარანტინში მყოფებს სხვადასხვა მეთოდს სთავაზობს, რათა მონიტორინგი სრულყოფილად ჩატარდეს.

"სახალხო დამცველი წარმოადგენს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ვალდებულებაა რომ მონიტორინგი გავუწიოთ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს იმ დაწესებულებებში, სადაც პირები მოთავსებული არიან სახელმწიფოს მიერ და მათ არ აქვთ უფლება თავისუფლად დატოვონ აღნიშნული დაწესებულებები. ამ შემთხვევაში კარანტინი წარმოადგენს სწორედ ამგვარ ფორმას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მანდატი სრულად ფარავს აღნიშნულ საკითხს. ჩვენ მოგვიწია საერთაშორისო სტანდარტები მოგვეძიებინა. მონიტორინგი ჩატარდება სატელეფონო გამოკითხვების გზით. მონიტორინგი გულისხმობს ყველა ფაზას, დაწყებული იმ მომენტიდან, როდესაც პირი ჩამოფირდება საქართველოში. რა პირობებში არის ის საზღვარზე, შემდგომ უკვე ტრანსპორტირების პირობები.

იქიდან გამომდინარე რომ ფიზიკურად არ არის შესაძლებელი, რომ ადგილზე მიხვიდე და მონიტორინგი გაუწიო ამ პროცესებს, განსახვებული ინფორმაციები ვრცელდებოდა სოციალიურ ქსელში, არიან ძლიან კმაყოფილი მოქალქეები, არიან მოქალაქეები, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავენ, ჩვენ ჯერჯერობითარ გვაქვს საერთო სურათი და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ შესაბამისი მეთოდოლოგიის საფუძველზე ობიქტური სურათი წარმოგვედგინა. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს პრევენცია მათი უფლებების დარღვევის. ვნახოთ, რა მდგომარებაა და შესაბამისი რეკომენდაციები მივცეთ.
ჯანდაცვის სამინისტროსთან გვქონდა კომუნიკაცია და მათი მხრიდან იყო მხარდაჭრისა და მზაობის სურვილი. ჩვენი მეთოდოლიგიის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჩვენ ხელი არ შევუშალოთ შესაბამის უწყებებს ეფექტურად იმოქმედონ. ჩვენი მონიტორინგის მიზანი არ არის, ვინმეს ზედმეტი ტვირთი შევუქმნათ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ის მოქალაქეები, რომლებიც იყვნენ კარანტინში, დაგვიკავშირდნენ პროაქტიულად. შეუძლიათ დარეკონ კარანტინში მყოფმა მოქალაქეებმა ნებისმიერ დროს ჩვენს ცხელ ხაზზე - 14 81. ჩვენ გვყავს გამოყოფილი ადამიანები, რომელბიც ამ მიმართულებით იმუშავებენ. მათ შეუძლიათ მოგვმართონ, როდესაც მათ სჭირდებათ სპეციალური სამედიცინოი მომსახურება, განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალებმა, მეძუძურმა დედებმა, ოჯახებმა რომელთაც ბავშვები ჰყავთ ან შშმ პირებმა," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები