26 მაისი 2020,   06:27
ვრცლად
ვმუშაობთ ბაზრების ადმინისტრაციებთან, რომ ფუნქციონირების გაგრძელების შემთხვევაში ყველა ზომა იყოს დაცული - ირაკლი ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააწესა სპეციალური რეგულაციები, რომელიც სავალდებულოა ყველა სასურსათო ობიექტისთვის.

ჩიქოვანის თქმით, თუ სასურსათო ობიექტები გააგრძელებენ მუშობას, მათ აუცილებად უნდა დაიცვან დადგენილი ნორმები.

"გუშინ სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგრარული ბაზრების ფუნქციონირებას. პრაქტიკულად ყველა აგრარული ბაზარი იქნა დაკეტილი, თუმცა გუშინ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ  იქნა დადგენილი სპეციალური პროტოკოლი, რომელიც სავალდებულოა ყველა იმ ობიექტისათვის, რომელსაც აქვს სურვილი რომ გააგრძელოს ფუნქციონირება და საბითუმო რეჟიმში შესთავაზოს მომხმარებელს საკუთარი სერვისები. ეს პროცესი მიმდინარეობს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან და უშაულოდ კონკრეტული ბაზრების წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ყველა ზომა იქნეს დაცული და მაქსიმალურად შემცირებული იყოს ყველა შესაძლებლობა "კოვიდ -19"-ის გავრცელებისათვის," - განაცხადა ჩიქოვანმა.

დღის ამბები