27 მაისი 2020,   16:05
ვრცლად
თბილისში სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ბაზარი ფუნქციონირებას განაგრძობს

თბილისში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ბაზარი ფუნქციონირებას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე დღეა არსებობს აგრარული ბაზრების დახურვის რეკომენდაცია, შესაძლებელია, რომ რამდენიმე ობიექტმა მუშაობა მაინც გააგრძელოს, რადგან დასაქმებულები სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვას ცდილობენ და ტერიტორიას ასუფთავებენ.  

სწორედ სურსათს ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სამსახურებს დაავალა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აგრარული ბაზრების ტერიტორიის გაკონტროლება.

"გინდა მშიერი მოვმკვდარვარ და გინდა ვირუსს მოვუკვლივარ, ჩემთვის სულერთია. ამიტომ ვაგრძელებ. მთავრობა მეუბნება სახლში დარჩიო, მაგრამ სახლში რომ დავრჩე აზრი? არავინ არ მპირდება იმას, რომ საკვებს მოგიტანს. რითი გავიტანო თავი, თუ რამე არ გავყიდე და საარსებო მინიმუმი არ წავიღე სახლში," - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე. 



დღის ამბები