27 მაისი 2020,   16:34
ვრცლად
რამდენიმე საათით აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა - პატრიარქის ექიმის თქმით, ილია მეორეს ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია

პატრიარქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ილია მეორის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, უწმინდესს რამდენიმე საათით აღენიშნებოდა გუშინ წნევის ცვალებადობა.

"წინ ბევრი დღესასწაულია, ამიტომ მოკრძალებულად ვთხოვეთ, რომ დარჩენილიყო გუშინ და  როგორღაც დავიყოლიეთ. გუშინვე მოწესრიდგა ყველაფერი. არ დასჭირვებია დამატებითი გამოკვლევა," - განაცხადა ცისანა შარტავამ.

რაც შეეხება სამზადისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა კონსულტაციები გაიმართება ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის.

 

დღის ამბები