26 მაისი 2020,   06:20
ვრცლად
შესაძლოა, ინფიცირების წყარო ლიფტის ღილაკი იყოს - რა გახდა 17 წლის სტიქაროსნის დაინფიცირების მიზეზი

რა გზით არის შესაძლებელი, რომ კორონავირუსი ნებისმიერ ადამიანზე გავრცელდეს?! - სავარაუდოდ, ახალაგზრდა მამაკაცს, რომელიც ერთ-ერთ ტაძარში სტიქაროსნად მსახურობდა, COVID -19 ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე გადაედო.

როგორც დაინფიცირებული პირის ახლობლები "კურიერთან" აცხადებენ, სავარაუდოა, რომ მსოფლიოში გავრცელებული ვირუსი ადამიანს აღმოაჩნდეს თუნდაც იმის გამო, რომ ისარგებლა საცხოვრებელი კორპუსის ლიფტით.

როგორც მეზობლები აცხადებენ, თავდაპირველად, კორონავირუსი დაუდასტურდა 17 წლის სტიქაროსნის ბაბუას.

"მესამე სართულზე ცხვორობს ცოლ-ქმარი და მათი მეგობრები მგონი იტალიიდან იყვნენ ჩამოსული. როგორც ვიცი, დაბადების დღეზე იყვნენ ერთად და იქ დაინფიცირდნენ, მათი  შვილიშვილიც დაინფიცირდა. სხვა არაფერი არ ვიცი," - განაცხადა მეზობელმა.

მეზობლებისვე განმარტებით, მათ საკუთარი სახსრებით ჩაუტარეს საცხოვრებელს დეზინფექცია.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგის, მაია ზალდასტანიშვილის თქმით,  ვირუსი ყველაზე დიდხანს რჩება მეტალზე, შესაბამისად, აუცილებელია, დეზინფექცია ჩაუტარდეს.

"პიროვნება მხოლოდ სახლში ვერ იქნება, ის დადის პროდუქტებზე, მოძრაობს. ყველაზე დიდხანს ვირუსი შესაძლოა დარჩეს მეტალზე. ანუ, კარგად დასამუშავებელია მეტალის სახელურები. პაციენტი მიდის სახლში, ამ დროს აჭერს ლიფტის ღილაკს ხელს, შესაძლოა სწორედ ლიფტის ღილაკი გახდეს ინფექციის წყარო. არ გამოვრიცხავ, რომ ნებისმიერი ნივთი გახდეს ამის წყარო, ამიტომ პირველი, რაც მოგვეთხოვება არის, რომ დავამუშაოთ ის სივრცე, რასაც ვეხებით," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგემ მაია ზალდასტანიშვილმა.

 

დღის ამბები