26 მაისი 2020,   08:24
ვრცლად
დაინფიცირებული სპორტსმენის ოჯახის წევრებმა COVID-19-ზე ლუგარიდან უარყოფითი პასუხები მიიღეს

დაინფიცირებული სპორტსმენის ოჯახის წევრებს COVID-19-ზე უარყოფითი პასუხები მიუვიდათ. სპორტსმენის ოჯახის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ ყველამ, ვისაც დაინფიცირებულთან შეხება ჰქონდა, ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღო. მიუხედავად ამისა, ორი კვირის მანძილზე ისინი თვითიზოლაციაში დარჩებიან.

"ჩვენი ოჯახი არ წარმოადგენს საფრთხეს, ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა პასუხი. 5 ადამიანს დაგვიდასტურდა უარყოფითი, ანუ ვინც ვიყავით სპორტსმენთან შეხებაში აბსოლუტურად ყველას გვაქვს უარყოფითი პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ მოგვივიდა 5 ადამიანს უარყოფითი პასუხი, 2 კვირის მანძილზე ჩვენ ვრჩებით იზოლაციაში," - ამბობს სპორტსმენის ოჯახის ერთ-ერთი წევრი.  

დღის ამბები