26 მაისი 2020,   06:42
ვრცლად
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში საკარანტინო ზონაში მყოფი 10 მოქალაქის ანალიზს გააგზავნიან

კახეთში, საკარანტინო ზონაში მოთავსებული 10 მოქალაქის ანალიზს ლუგარის ლაბორატორიაში, დაახლოებით ერთ საათში გაგზავნიან. ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. 

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ყველა მათგანიდან აღებული ნიმუშების პასუხები სავარაუდოდ დღეს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. 

"კახეთში 11 საკარანტინო ზონა გვაქვს, სადაც  მოქალაქეების რაოდენობა 594-დან  562-მდე  შემცირდა. იკლო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობამ და ამ ეტაპზე  ეს რიცხვი 11-ს შეადგენს. გარდა ამისა, სპეციალისტების მეთვალყურეობა 3 მოქალაქეს მოეხსნა",- ამბობს ნელი ხიზანიშვილი. 

კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში - საგარეჯოში, ლაგოდეხსა და თელავში 4 ე.წ. ცხელების ცენტრი მოქმედებს, სადაც საეჭვო პაციენტების მიღება ხდება. კლინიკები საჭირო სამედიცინო აპარატურით რამდენიმე კვირის წინ აღჭურვეს. 

დღის ამბები