27 მაისი 2020,   15:43
ვრცლად
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 14 წლის მოზარდს COVID-19 დაუდასტურდა  

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გუშინ 25 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, რომელთაგან COVID-19-ის მხოლოდ 1 შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით ინფიცირებული 14 წლის მოზარდია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.

მოზარდის ოჯახის 2 წევრი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, რომელთაც ასევე კორონავირუსის დიაგნოზი აქვთ.  

ბილისის ზღვის ჰოსპიტალში ახალ კორონავირუსზე კვლევები უტარდებათ იმ ექიმებსაც, რომლებიც კლინიკაში ბოლო 14 დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

დღის ამბები